home menu
ბლოგი /სიახლეები
წვერის გაპარსვა უძლურებაში მყოფისთვის

წვერის გაპარსვა უძლურებაში მყოფისთვის

მოექეცით ავადმყოფს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ ადამიანები. ყოველთვის წინასწარ უნდა შევატყობინოთ ადამიანს რის გაკეთებას ვაპირებთ, მაგ. წინასწარ უნდა შევუთანხმდეთ, წვერს ბოლომდე ვპარსავთ თუ ფორმა უნდა შეუსწოროთ. შევეცადოთ პროცედურა ფაქიზად შევასრულოთ, რაც აუცილებლად დადებითად იმოქმედებს პაციენტის გუნება - განწყობაზე.

წინსაწარ მოვამზადოთ:  ერთჯერადი ან ელექტრო საპარსი;  თხევადი საპონი, საპარსი გელი ან ქაფი, საპარსი ფუნჯი;  გაპარსვის შემდგომი საშუალებები:სპეციალური წყალი, ბალზამი ან კრემი; ერთჯერადი ხელთათმანები;  ჯამი თბილი წყლით, ღრუბელი, პირსახოცი;  კარგი განათება, თუ საჭიროა დავამატოთ სანათი;

ერთჯერადი საპარსით გაპარსვა:  ავადმყოფი მოხერხებულად უნდა მოვათავსოთ, თუ შესაძლებელია მჯდომარე ან ნახევრადმჯდომარე პოზიციაში. თუ პაციენტს გადატანილი აქვს ნეიროქირურგიული ოპერაცია, თავის ტვინის ტრამვა ან არის ინსულტის შემდგომ მდგომარეობაში, აუცილებლად წინასწარ უნდა მივიღოთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;  ჩავიცვათ ხელთათმანი;  ავადმყოფის კისრის გარშემო დავაფინოთ პირსახოცი;  ავადმყოფს დაუნამოთ სახე თბილი წყლით (36-37გრ), შემდეგ ფუნჯით ან ხელით წაუსვათ საპარსი კრემი, ან გელი ან ქაფი;  პარსვის დროს სახის კანი ხელით უნდა დავჭიმოთ საპარსის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით; გაპარსვის დამთავრების შემდეგ, საპნის გამოყენებით, ხელით ან რბილი ღრუბელით პაციენტს უნდა მოვბანოთ სახე და შემდგომ კარგად შეუმშრალოთ; პაციენტის სურვილის და ჩვევების მიხედვით შეგვიძლია გამოვიყენოთ გაპარსვის შემდგომი წყალი, ბალზამი ან კრემი;

საყურადღებოა: თუ პარსვისას კანი გაგვეჭრა, მაშინვე უნდა დავამუშაოთ სადეზინფექციო საშუალებებით.  ითვლება რომ, ელექტრო საპარსით პარსვა უფრო უსაფრთხოა, მაგრამ თუ ის არ გვაქვს, უნდა ვისარგებლოთ ერთჯერადი საპარსით. უნდა გამოვიყენოთ ჰიპოალერგიული საშუალებები. პარსვისას დავაკვირდეთ კანის მდგომარეობას, თუ შევამჩნიეთ სიწითლე ან გამონაყარი, უნდა მივმართოთ ექიმს.

წყარო:https://www.facebook.com/PalliativeCareAdvice