home menu
განათლება/დასაქმება

საქართველოს საპატრიარქოს ფერიცვალების დედათა მონასტერთან არსებული მოწყალების ცენტრი

ჩვენ ორგანიზაციას აქვს თავისი პროფესიული სასწავლებელი, სადაც მსურველები უფასოდ სწავლობენ ავადმყოფის
მოვლას, საერთაშორისო გამოცდილებისა და სტანდარტების გათვალისწინებით.

დასაქმება
დასაქმება

ჩვენი პროფესიული კურსების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაძლებელია გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი. ასევე რეკომენდაციას გაგიწევთ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო დამსაქმებელთან.

მომვლელთა მომზადების კურსი
მომვლელთა მომზადების კურსი

კურსის მიზანია, კვალიფიციური, სანდო მომვლელის მომზადება, რომელიც განახორციელებს თანამედროვე, საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამის პრაქტიკულ მოვლას პროფესიონალურ დონეზე. მსმენელები გარდა ძირეული მოვლისა, შეისწავლიან პალიატიური მოვლის საფუძვლებს, კომუნიკაციას, პირველად გადაუდებელ დახმარებას და გერიატრიული პაციენტების მოვლის პრინციპებს. პროგრამის განმავლობაში მსმენელები გაივლიან პრაქტიკას ჩვენს ორგანიზაციაში.

კინესთეტიკის ძირითადი კურსი
კინესთეტიკის ძირითადი კურსი

საქართველოს კინესთეტიკის ასოციაციის მიერ გაიცემა საერთაშორისოდ აღიარებული სერთიფიკატი.

მოვლის ტრენინგები პაცინეტების ახლობელებისა და ოჯახის წევრებისათვის
მოვლის ტრენინგები პაცინეტების ახლობელებისა და ოჯახის წევრებისათვის

ერთ კვირიანი მოკლე კურსი, ავადმყოფის სწორი მოვლის შესასწავლად.