home menu
ჩვენი მომსახურეობა

პროფესიული სასწავლებელი

პროფესიული სასწავლებელი

2006 წლიდან ფერისცვალების დედათა მონასტერთან ფუნქციონირებს მოწყალების დების სასწავლებელი. სასწავლებელში საპატრიარქოს დაფინანსებით მომზადებასა და გადამზადებას გადიან ,როგორც ,,ჰოსპისი ფერისცვალება“- ს მოწყალების დები, ასევე სხვა სტუდენეტები, რომელთაც სურთ პროფესიონალურად დაეუფლონ ავადმყოფის მოვლისათვის საჭირო უნარებს. ჩვენს სასწავლებელში ყოველწლიურად , განათლებას უსასყიდლოდ იღებს ოცამდე სტუდენტი. სასწავლებელში წლების განმავლობაში ხორციელდებოდა ექთნის თანაშემწის სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული პროფესიული კურსი და მომვლელთა მომზადების მოკლევადიანი ტრენინგკურსები, რომელიც ძირითადად ეფუძნება გერმანული მოვლის მეთოდოლოგიასა და პრაქტიკას და ჩვენს მრავალწლიან გამოცდილებას. ჩვენი საქმიანობის ერთ- ერთ უმთავრესი მიზანი, პალიატიური მზრუნველობის შესახებ ცნობიერების გაზრდა, საზოგადოებაში ავადმყოფის სწორი მოვლის პტაქტიკის დამკვიდრება და პაციენტთა ოჯახის წევრების განათლების ხელშეწყობაცაა, სწორედ ამიტომ, ჩვენი ჰოსპისის წარმომადგენლები მუდმივად მუშაობენ პაციენტების მეურვეებთან და პერიოდულად ატარებენ გასვლით ტრენინგებს საქართველოს რეგიონების მაცხოვრებლებისათვის.

წაიკითხე ვრცლად

შინმოვლის სამსახური

შინმოვლის სამსახური

ჩვენი ჰოსპისისათვის შინმოვლა განსაკუთრებულად პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენ მაქსიმალურად ვცილობთ პაციენტებს სახლის პირობებში გავუწიოთ თანადგომა, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ საუკეთესო გარემო ავადმყოფისათვის მისი სახლია. ცენტრს შინზრუნვის 60-მდე პაციენტი ჰყავს. მოწყალების დები ბინაზე დღეში 4-5 პაციენტს ემსახურებიან და თითოეულთან დაახლოებით 2 საათის განმავლობაში რჩებიან. ძირეული და სამედიცინო მოვლის გარდა, მოწყალების დები ცდილობენ სულიერად გაამხნევონ პაციენტები და მათი ოჯახის წევრები, სიყვარულით და მოთმინებით მოუარონ მათ. საჭიროების შემთხვევაში ისინი ზრუნავენ საკვების მომზადებასა და ოთახის დალაგებაზე. ჰოსპისსა და ბინაზე პაციენტები დახმარებას უსასყიდლოდ იღებენ.

ჰოსპისი სასნეულო სახლი

ჰოსპისი სასნეულო სახლი

სასნეულო სახლში - ჰოსპისში პაციენტი გადადის იმ შემთხვევაში, თუ ავადმყოფის მდგომარეობა ძალიან მძიმეა და სათანადო დახმარების გაწევა სახლში შეუძლებელია. ჰოსპისში გადაყვანა ხდება შინ მოვლის პაციენტების კორდინატორის გადაწყვეტილებით ჰოსპისი 6 პაციენტზეა გათვლილი. აქ ძირითადად პალიატიური მზრუნველობა ხორციელდება და პაციენტზე ზრუნავენ ექიმი და მორიგე მოწყალების დები. ჰოსპისში და ბინაზე პაციენტები დახმარებას უსასყიდლოდ იღებენ.